

Трек
Eka Targamadze - Isev Gamoidarebs
Текст песни
Текст песни: მონატრება გულში ვეღარ დავატიე
რას განვიცდი ნეტავ გაგაგებინა
ვერ დავითვლი თუ რამდენჯერ გაპატიე
სიყვარულმა მე ეს შემაძლებინა
მაგრამ გული სულ არ მწყდება არაფერზე
და ამ ცალმხრივ სიყვარულსაც არ ვნანობ
როცა გიყვარს თვალებს ხუჭავ ყველაფერზე
და ცხოვრებას კვლავ იმედით განაგრძობ
ვიცი შენი მონატრება გადამივლის
დრო მკურნალი სევდას თან მიიბარებს
გაზაფხული ჩემს ქუჩაზეც შემოივლის
და ამ გულშიც ისევ გამოიდარებს
რომ გიყვარვარ ჩემთვის
არასოდეს გითქვამს
არც არასდროს გყვარებივარ
მგონია
და შენს ნათქვამ ამ პატარა სათუთ სიტყვას
გასაოცრად დიდი ძალა ჰქონია
ჩუმი სევდა გულში ვეღარ დავატიე
მჯერა მალე ცივი ქარიც ჩადგება
მაგრამ რა ვქნა მე ვერასდროს გაპატიებ
ჩემს თვალებში
წვიმა რომ არ მთავრდება
რას განვიცდი ნეტავ გაგაგებინა
ვერ დავითვლი თუ რამდენჯერ გაპატიე
სიყვარულმა მე ეს შემაძლებინა
მაგრამ გული სულ არ მწყდება არაფერზე
და ამ ცალმხრივ სიყვარულსაც არ ვნანობ
როცა გიყვარს თვალებს ხუჭავ ყველაფერზე
და ცხოვრებას კვლავ იმედით განაგრძობ
ვიცი შენი მონატრება გადამივლის
დრო მკურნალი სევდას თან მიიბარებს
გაზაფხული ჩემს ქუჩაზეც შემოივლის
და ამ გულშიც ისევ გამოიდარებს
რომ გიყვარვარ ჩემთვის
არასოდეს გითქვამს
არც არასდროს გყვარებივარ
მგონია
და შენს ნათქვამ ამ პატარა სათუთ სიტყვას
გასაოცრად დიდი ძალა ჰქონია
ჩუმი სევდა გულში ვეღარ დავატიე
მჯერა მალე ცივი ქარიც ჩადგება
მაგრამ რა ვქნა მე ვერასდროს გაპატიებ
ჩემს თვალებში
წვიმა რომ არ მთავრდება


















Комментарии
Комментариев пока нет